ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
უფასო ამბულატორიული ცენტრი სოხუმში და კოვიდინფიცირებულთა შემცირებული ნაკადი (ფოტო/აუდიო)
2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით, როდესაც აფხაზეთში სამედიცინო დაწესებულებები კოვიდინფიცირებულთა გაზრდილ ნაკადს ვერ აუდიოდნენ, სოხუმში ამბულატორიული ცენტრი გაიხსნა, რომელიც კოვიდდადებით პაციენტებს უფასო მომსახურებას უწევს. მარტიდან მისი მუშაობა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გაგრძელდა.

ამ ეტაპზე პაციენტების მომართვიანობა, როგორც ცენტრში, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში,  მკვეთრად არის შემცირებული. ცენტრის კოორდინატორი ვალერი ჯინჯოლია ამბობს, რომ 28 თებერვლიდან ცენტრი მუშაობის შემსუბუქებულ რეჟიმზე გადავიდა "მკვეთრად შემცირდა პაციენტების რაოდენობა. იანვრის შუა რიცხვებში დღეში 40-50 ადამიანი შემოდიოდა, ახლა კი მხოლოდ 3-5 პაციენტია. მათგან ორი, ჩვეულებრივ, კოვიდინფიცირებულია. ასევე შემოდიან პოსტკოვიდური პაციენტებიც. ისინი განიკურნენ კორონავირუსისგან და რა თქმა უნდა, სხვა დანიშნულება აქვთ ხოლმე", - განმარტავს ცენტრის კოორდინატორი ვალერი ჯინჯოლია.

მისი თქმით, მომსახურება, რომელსაც ცენტრი მოქალაქეებს დღემდე უწევს, მოიცავს ექიმის უფასო კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში, აკავშირებს პაციენტებს სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან. ერთადერთი, რასაც ცენტრის კოორდინატორის თქმით, ისინი ვერ აკეთებენ - პაციენტების პრეპარატებით მომარაგებაა, თუმცა, არსებობს საბაზო მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც ისინი სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე გასცემენ. აღნიშნული ფონდის შევსებაში მათ ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრი ეხმარება. ჯინჯოლია განმარტავს, რომ მალე ეს პროგრამაც დასრულდება.  

ბოლო დროს, ცენტრს, სულ უფრო ხშირად, პოსტკოვიდური გართულებების მქონე პაციენტები მიმართავენ. კარდიოლოგი ინგა ფიფია ამბობს, რომ ისინი, ძირითადად, 60 წელს გადაცილებული პირები არიან, რომელთა დიაგნოზი, მეტწილად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობასთან არის დაკავშირებული. "არის არითმიის შემთხვევები, ასევე, მიტრალური სარქველის ქორდის კუნთების დაზიანება, რაც სერიოზული გართულებაა, რომელიც ქირურგიულ კორექციას საჭიროებს. ასეთ დაავადებულებს აფხაზეთის საზღვრებს გარეთ ვამისამართებთ, რადგან აქ ამის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს. პაციენტების საკმაოდ დიდ ნაწილი, რომელსაც დაინფიცირებამდე ჰიპერტონია არ აღენიშნებოდა, ახლა მაღალ არტერიული წნევას უჩივის. გარდა ამისა, გვაქვს ფილტვის თრომბოემბოლიის შემთხვევები, სამწუხაროდ პროგნოზი არცთუ სახარბიელოა", - ამბობს მედიკოსი.

ინგა ფიფიას თქმით, პოსტკოვიდურ პაციენტებში თრომბოემბოლიით გარდაცვალების შემთხვევებიც არის, თუმცა, ეს ადამიანები კორონვირუსით დაღუპულთა სტატისტიკაში არ ფიქსირდებიან. ამასთან ერთად, როგორც კარდიოლოგი აღნიშნავს, თრომბოემბოლიას, ხშირ შემთხვევაში, სწორედ კორონავირუსი იწვევს.  

აფხაზმა ექიმმა თავადაც გადაიტანა კორონავირუსი, თან საკმაოდ რთულ ფორმებში, ამიტომ ის ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მზადაა აიცრას. "ვაქცინაცია მომიწევს, მეორედ არ ვისურვებდი ამის გადატანას, მართალი გითხრათ, მზად ვარ ყოველწლიურად გავიკეთო ვაქცინა და ამ გზით დავიცვა ჩემი ოჯახი და ახლობლები", - ამბობს კარდიოლოგი.

ამ ეტაპზე აფხაზეთში ვირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა არ აღინიშნება. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დღე-ღამეში 15-30-ს არ აღემატება.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / აპრილი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს.
11 / აპრილი 2025
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის მარტის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 27 130 მოზარდი საარსებო შემწეობას იღებს.
10 / აპრილი 2025
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.