ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
რუსული ვაქცინის პირველი პარტია სოხუმში და ვაქცინაციის კამპანიისთვის მზადება (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში რუსული ვაქცინის "სპუტნიკ ვ"-ის პირველი პარტია ჩაიტანეს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაციის გეგმა უნდა შეადგინონ და ორგანიზაციული საკითხები მოაგვარონ. მხოლოდ ამის შემდეგ, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში, დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. მანამდე კი ვაქცინებს, ინსტრუქციის შესაბამისად, სპეციალურ პირობებში შეინახავენ. "ჩვენ ნორმატიული დოკუმენტი მოვამზადეთ, რომელიც დაარეგულირებს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას, იმას, თუ სად და რომელი დაწესებულების ბაზაზე დაიწყება რეგისტრაცია. რა თქმა უნდა, ამის შესახებ გავაკეთებთ განცხადებას, ვფიქრობ, მთელი ეს კვირა დაეთმობა მოსამზადებელ ღონისძიებებს, პრაქტიკულად, მომავალ კვირაში დაიწყება ვაქცინაციის კამპანია", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ წახნაკიამ.  

მისი თქმით, ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობითი და უფასო. პირველ რიგში აიცრება მედპერსონალი, შემდეგ კი ტურისტული სფეროს წარმომადგენლები, ასევე პედაგოგები. წახნაკიას ინფორმაციით, რუსული ვაქცინის 6500 დოზა, რომელიც სოხუმმა მიიღო, მხოლოდ პირველი ტრანშია და უახლოეს მომავალში, ისინი კიდევ 30 000 დოზას ელოდებიან. მეორე პარტიის მოწოდების ვადები და მოცულობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პირველ პარტიას აითვისებენ. "თუკი ჩვენ 30 ათას ადამიანს მაინც ავცრით, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე 14 ათასმა პირმა გადაიტანა ვირუსი, საუბარია ჩვენს ბაზაში აღრიცხულ ადამიანებზე, ეს გარკვეულწილად, კარგ შედეგს მოგვცემს, ინფიცირების შემთხვევების შემცირების თვალსაზრისით", - ამბობს უწყების ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ აფხაზეთი მომავალში შეისყიდის ვაქცინას, რისთვისაც 2021 წლის ბიუჯეტიდან გარკვეულ თანხას გამოყოფენ.   "2021 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, 50 მილიონი რუბლია გამოყოფილი და ეს თანხა გათვლილია კორონავირუსთან ბრძოლისთვის, მედიკამენტების და სამედიცინო მასალის, ასევე ლაბორატორიისთვის რეაგენტების შესაძენად, მათ შორის PCR დიაგნოსტირებისთვის. ეს არ არის მკაცრად განსაზღვრული ჩამონათვალი, ასე რომ, თუკი ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს თანხა ასევე გაიწერება მედიკამენტების გრაფაში", - აღნიშნა წახნაკიამ.

გარდა ამისა, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო სტავროპოლის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტთან თანამშრომლობასაც გეგმავს. მათ მიერ შემუშავებული ღონისძიებების თანახმად, აფხაზი და რუსი მეცნიერები ერთობლივად იმუშავებენ ვირუსის იმ შტამების გამოვლენაზე, რომლებიც აფხაზეთში ცირკულირებენ, ასევე, რესპუბლიკის მოსახლეობის იმუნური სტატუსის განსაზღვრაზე. ამავე ინფორმაციით, სტავროპოლში მოამზადებენ ახალ კადრებს აფხაზეთში ახალი PCR ლაბორატორიების გასახსნელად.  "ჩვენ კიდევ ორ PCR ლაბორატორიას ვხსნით, ერთს - ოჩამჩირეში, მეორეს - გაგრაში. ჩვენ გვჭირდება სპეციალისტები და ბუნებრივია, მათ სტავროპოლის ინსტიტუტის ბაზაზე მოამზადებენ. მათი სპეციალისტებიც ჩამოვლენ აქ მორიგეობით, რათა ჩვენი ექიმი - ლაბორანტები მოამზადონ, რომლებიც ამ ახლად გახსნილ ბაზებზე იმუშავებენ", - განმარტა წახნაკიამ.  

მან აღნიშნა, რომ აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება საგრძნობლად გაუარესდა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ერთად, იმატა სულ უფრო ხშირად ფიქსირდება მძიმე შემთხვევები, დაავადების გართულებები, უკვე მეოთხე, მეხუთე დღეს იჩენენ თავს. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში აფხაზეთში 334 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 52 - ს  Covid– 19 დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გუდაუთის კლინიკაში 45 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 26 მძიმე მდგომარეობაშია. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 37 კოვიდდადებითი პირია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 13, გაგრის საავადმყოფოში - 21, ტყვარჩელში კი - 5 პაციენტი იმყოფება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 795 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა - 13 780 ადამიანი, გარდაიცვალა - 222 პაციენტი.



მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.