ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ვაქცინაციის მეორე ეტაპი სოხუმში (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში ამ დრომდე რუსული ვაქცინა "სპუტნიკ V"- ის მეორე დოზით 200-მდე ადამიანი აიცრა, 4 ათასამდე პირმა კი პირველი დოზა გაიკეთა. ამ ეტაპზე, იმუნიზაციის 4 პუნქტი მოქმედებს. ვაქცინაციის მსურველები წინასწარ რეგისტრირდებიან.  

სოხუმის საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის ვიაჩესლავ აბუხბას თქმით, ვაქცინაციის მეორე ეტაპი სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მედპერსონალი აიცრა. "სოხუმის საქალაქო საავადმყოფოში, იმუნიზაციის სხვა მოქმედ პუნქტებთან ერთად, მოსახლეობის ვაქცინაცია გრძელდება, ჩვენ ავცერით ჩვენი თანამშრომლები და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ მოსახლეობის ვაქცინაცია", - აღნიშნა მან.

"სპუტნიკ V "-ის ვაქცინით აცრის მსურველები წინასწარ ეცნობიან დოკუმენტს, რომელშიც საუბარია შესაძლო გვერდით მოვლენებზე, თუმცა, მედიკოსები წინასწარ აფასებენ იმ პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვინც თანახმაა სამედიცინო პროცედურის ჩატარებაზე. ექიმის ჩვენების შემთხვევაში, შესაძლოა პირს უარიც ეთქვას ვაქცინაციაზე. "პირველ რიგში, პაციენტი ხელს აწერს თანხმობას, მე ვუხსნი მათ, რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს პრეპარატს, ვესაუბრები ვაქცინაციის მიზანშეწონილობის შესახებ, მოკლედ, ვპასუხობ მათთვის საინტერესო კითხვებს, მერე ანკეტას ავსებენ, ვუსვამ მათ სტანდარტულ კითხვებს, აქვთ თუ არა რაიმე ქრონიკული დაავადება, ჰქონდათ თუ არა კონტაქტები", - ამბობს თერაპევტი ვიქტორია გეთია.

ამ დრომდე, აფხაზეთში ვაქცინაციის შედეგად გართულების შემთხვევები არ დადასტურებულა, ასევე, არავის განუცხადებია უარი ვაქცინის მეორე დოზაზე. მედიკოსების მტკიცებით, რეგისტრაცია "სპუტნიკ V"- ზე აქტიურად მიმდინარეობს, ივნისი მთლიანად დაჯავშნილია. მიუხედავად ამისა, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. გასული დღეს - ღამის განმავლობაში რესპუბლიკაში Covid 19-ის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი აფხაზეთში 13 მაისს შემსუბუქდა, ვაქცინაციის კამპანია კი 11 მაისს დაიწყო.

რუსული კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის "სპუტნიკ V"-ის პირველი პარტია მოსკოვიდან სოხუმში 30 აპრილს ჩაიტანეს.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.