ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სოხუმი ახალი აკრძალვების მოლოდინში - გაუარესებული ეპიდვითარება და ვირუსის ახალი შტამები (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკაში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს და მოსახლეობას რუსული პრეპარატით "სპუტნიკ ვ-ით" ცრიან, ბოლო კვირაში ეპიდვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. დაფიქსირდა ვირუსის ახალი - ბრიტანული და ინდური შტამები. 

ვირუსის სწრაფი გავრცელების მიზეზად მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკი მასობრივი ღონისძიებების, მათ შორის მრავალრიცხოვანი ქორწილების ჩატარებას და მოქალაქეების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების უგულვებელყოფას ასახელებს. "ძალიან მოკლე დროა საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანების დიდი რაოდენობა დაინფიცირდეს. ტარდება საქორწილო და სამგლოვიარო ღონისძიებები, სადაც ადამიანები არ იცავენ ძირითად მოთხოვნებს, პრევენციის მიზნით, ანუ არ ატარებენ ნიღბებს და მჭიდრო კონტაქტში არიან ერთმანეთთან, რითაც გამოხატავენ პატივისცემას ნათესავებისა და ახლობლების მიმართ...სწორედ ეს არის ის მომენტი, როდესაც ადამიანებს შეიძლება დიდ რაოდენობას გადაეცემა ვირუსი", - ამბობს სკორიკი. 

სოხუმის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის ასტამურ გუნიას თქმით, პანდემიის პირველ ეტაპთან შედარებით, შეიცვალა დაავადების მიმდინარეობაც. პაციენტების მდგომარეობა უფრო სწრაფად მძიმდება, ასევე გაახალგაზრდავდა ჰოსპიტალიზებულების ასაკიც.  "დაავადების ერთ - ერთი ფაზა, ე.წ. ციტოგენური შტორმი უფრო მალე დგება. უფრო სწრაფად პროგრესირებს და ბავშვებიც სულ უფრო ხშირად ინფიცირდებიან, მათ ხშირ შემთხვევაში, პნევმონია უდასტურდებათ, რომელიც მძიმედ მიმდინარეობს", - ამბობს ასტამურ გუნია.

მედიკოსის თქმით, სეზონის გახსნის შემდეგ, გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებული ტურისტების მომართვიანობაც. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოხუმის ინფექციურში სამი ტურისტი გადის მკურნალობის კურსს. ასტამურ გუნია ამბობს, რომ აფხაზეთში ჩამოსული დამსვენებლები, ხშირად სოხუმში გადიან PCR ტესტირებას და მათ ნაწილს Covid-19 უდასტურდება. "ისინი უკვე ინფიცირებულები ჩამოდიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან და ძალიან პატარა პროცენტი ინფიცირდება აქ, ადგილზე. ასეთი დასკვნა გამოვიტანეთ დეტალური შესწავლისა და ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ", - განმარტავს გუნია.  

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ერთდერთი კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც აფხაზეთში კოვიდ პაციენტებს ემსახურება, მწყობრიდან გამოვიდა. აფხაზმა მედიკოსებმა უკვე მიმართეს ტოშიბას წარმომადგენლობას რუსეთში მისი შეკეთების თხოვნით. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ედუარდ ბუთბას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ პანდემიის დროს საკმაოდ დიდი თანხა გამოყო ბიუჯეტიდან, თუმცა ესეც არაა საკმარისი.  "პანდემიის დაწყებიდან 29 ივნისის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოყო მედიკამენტები, ანტიბიოტიკები, ინფუზიური ხსნარები, ანტიბიოტიკები, იმუნოდეპრესანტები, ანტიკოაგულანტები, სამედიცინო აღჭურვილობა, ლაბორატორიული რეაგენტები, ინდივიდუალური დაცვის და სადეზინფექციო საშუალებები. გუდაუთის ცენტრალურმა საავადმყოფომ მიიღო 140 მილიონ 955 ათასი რუბლი, სოხუმის ინფექციურმა 27 მილიონ 40 ათასი რუბლი. გაგრის რაიონის ცენტრალურმა საავადმყოფომ 20 მილიონი, ტყვარჩელის რაიონის საავადმყოფომ 5 მილიონ 705 ათასი რუბლი, ოჩამჩირის საავადმყოფომ 9 მილიონ 518 ათასი რუბლი".

აფხაზეთის ექსპერიმენტული პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის იმუნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის ალისა მატუას თქმით, ხშირად პაციენტები უკმაყოფილებას გამოხატავენ ანალიზებთან დაკავშირებით და ყველა მაჩვენებლის უფასო კვლევებს ითხოვენ, რაც შეუძლებელია.
1059fm · ალისა მატუა
"სხვადასხვა სიმძიმის ამბულატორიული პაციენტები ამ დრომდე ინფექციურ საავადმყოფოს მიმართავდნენ, სადაც ხდებოდა ბიოლოგიური მასალის შეგროვება და მომდევნო დღეს ანალიზების პასუხი მზად ჰქონდათ. ანუ, ეს იყო საერთო ანალიზი და ჰემოსტაზი, ასევე ბიოქიმიური კვლევები. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საშუალო სიმძიმის პაციენტებს არ უკეთდებათ D-დიმერი, პროკალციტონინი, ინტერლიკინი და სხვა სპეციფიური კვლევები. თუმცა, ზოგიერთი მათგან დაჟინებით ითხოვს, რომ მათ ეს კვლევები ჩაუტარდეთ".

გართულებული ეპიდვითარების ფონზე, კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა მინისტრთა კაბინეტს შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდა. კერძოდ, უნდა დაწესდეს აკრძალვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე, თუმცა, შაბათს 3 ივლისს, სოხუმში ქალაქის დღის მასშტაბური აღნიშვნა იგეგმება.

2 ივლისის მონაცემებით, აფხაზეთში 442 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან Covid-19 კიდევ 153 პირს დაუდასტურდა. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 17 197 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 15 438 გამოჯანმრთელდა, 245 გარდაიცვალა.

ამ დრომდე კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 4 682 ადამიანი, 2 197 კი მეორე დოზითაც. ვაქცინაციის კამპანია რესპუბლიკაში 11 მაისს დაიწყო. მოქალაქეებს, რუსული პრეპარატით "სპუტნიკ V-ით" ცრიან.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.