ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა აფხაზეთში ხანმოკლე სტაბილიზაციის შემდეგ

ხანმოკლე სტაბილიზაციის შემდეგ, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ისევ გაიზარდა. მედიკოსები თვლიან, რომ ეპიდვითარება საქტემბრის უქმეების შემდეგ გაუარესდა.

ჯანდაცვის მინისტრის ედუარდ ბუთბას თქმით, ამ პერიოდში მოქალაქეები არ იცავდნენ რეგულაციებს, რესტორნებში კი აკრძალვის მიუხედავად, კორპორატიული წვეულებები იმართებოდა. "ყველგან იმართება საზეიმო ღონისძიებები, ქორწილები. ჩვენმა მოქალაქეებმა მიატოვეს ნიღბების ტარება, ისინი არ იცავენ სოციალურ დისტანციას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში", - განაცხადა მან.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად შენელდა ვაქცინაციის ტემპები. ედუარდ ბუთბას განმარტებით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსული „სპუტნიკ V-ის" მარაგი ამოიწურა და მოსახლეობის აცრა "სპუტნიკ ლაითით" გაგრძელდა. სამინისტროს წარამომადგენელი თვლის, რომ მოქალაქეები ამ პრეპარატს ნაკლებად ენდობიან. "დღის განმავლობაში მხოლოდ 25 ადამიანი იცრება, ხელისუფლების მიერ ჩატარებული პროპაგანდის მიუხედავად. სამწუხაროდ, ანტიპროპაგანდა მიმდინარეობს და მედიკოსებს შორის არის შემთხვევები, როდესაც ისინი არ იცრებიან და როგორც ჩანს, ასეთ მომენტებს მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს", - ამბობს ედუარდ ბუთბა.

სოხუმში მოწყობილი რუსული სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელი აბდულმეჯიდ მაგამედოვი, რომელიც პანდემიის განმავლობაში უკვე მეორედ ჩადის სოხუმში, ამბობს რომ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა და დაავადებაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ეს პირველი ტალღის დროს იყო. "თუკი მაშინ დღე - ღამეში ჟანგბადის 100 – 115 ბალონი იხარჯებოდა, წელს, სადღაც 260 – 280 ბალონი გვჭირდება, 40 - ლიტრიანი", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება კოვიდ კლნიკების ჟანგბადით მომარაგებას, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს პროცესი აფხაზეთში 2021 წლის შემოდგომიდან მოგვარდა და შეუფერხებლად მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ყველა საავადმყოფო უზრუნველყოფილია ჟანგბადით. "რეზერვი გვაქვს სფტი-ში (სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი ავტ.) 20 ტონა, ეს 2 ათასი ბალონია, გუდაუთის საავადმყოფოში არის 10 ათასი ტონა, ეს - ათასი ბალონია, უახლოეს დროში მივიღებთ მორიგ პარტიას რუსეთიდან, რასაც შეუფერხებლად გვაწვდიან, - ამბობს მომარაგების განყოფილების უფროსი როლანდ გამისონია.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უფრო დიდ პრობლემას კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის საჭირო ძვირადღირებული პრეპარატების შეძენა წარმოადგენს. მათი შესყიდვა რუსულ ბაზარზე ხდება, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მათი შოვნა იქაც ვერ ხერხდება.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения"-ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
30 / მაისი 2025
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
30 / მაისი 2025
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.