ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
აქცია სოხუმში გამწვავებული ეპიდვითარების ფონზე და ვეტერანების მოთხოვნა
სოხუმის ადგილობრივი ადმინისტრაციის გაფრთხილების მიუხედავად,  რომ მასობრივი შეკრებები კორონავირუსის ეპიდემიის გამო აკრძალულია, აფხაზეთის ვეტერანთა გაერთიანებულმა საბჭომ 4 ნოემბერს საპროტესტო აქცია გამართა. ქალაქის ცენტრში აფხაზეთის დრამატულ თეატრთან სამასამდე ადამიანი მივიდა. ისინი 30 სექტემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, შს მინისტრის დიმიტრი დბარის გადადგომას ითხოვდნენ. თითქმის ამდენივე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბა. "მთელი ომისშემდგომი ისტორიის მანძილზე არ მომხდარა ასეთი უპრეცედენტო ამბავი, გარდა იმისა, რომ დაირღვა სამართლებრივი ასპექტები, ჩვენი ვეტერანების მიმართ არაადეკვატური ძალა გამოიყენეს, რომელიც არც მორალური, არც იდეოლოგიური თვალსაზრისითაც არის გამართლებული", - განაცხადა ოპოზიციონერმა ახრა ბჟანიამ.

ვეტერანების განცხადებით, ის, რომ ასლან ბჟანიამ ვეტერანების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა და დიმიტრი დბარი შს მინისტრის პოსტზე დააბრუნა, იმაზე მიუთითებს, რომ ის დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას. "სახელმწიფოს მეთაურს დროულად უნდა გადაეჭრა ეს საკითხი, როგორც მთავარსარდალს შეეფერება, თუმცა, მის ნაცვლად სხვები იღებენ გადაწყვეტილებას, მას სხვა ადამიანები კარნახობენ, მას უბრალოდ მათ აზრი მიაქვს ხალხამდე, ასე უნდა გავიგოთ, რაც ხდება", - ამბობს აძიუბჟის მცხოვრები ვალერი მაან.

ოპოზიციის ლიდერის ადგურ არძინბას განმარტებით, პრეზიდენტი არათუ სიტუაციას, ქვეყანას ვერ მართავს. "სახელმწიფოს მეთაურმა ვერ დაარეგულირა ეს კონფლიქტი, რადგან ის უკვე 2 წელია ხელისუფლების სათავეშია და აქამდე არცერთი თავისი წინასაარჩევნო დაპირება არ შეუსრულებია. ის არაფერს აკეთებს, გარდა წინამორბედი ხელისუფლების დაუნდობელი კრიტიკისა. ის არ ცვლის უბრალო მოქალაქეების ცხოვრებას უკეთესობისკენ", - ამბობს პოლიტიკოსი.

დღის განმავლობაში, ოპოზიციის აქტივისტები პრეზიდენტს შეხვდნენ, ასლან ბჟანიამ მომიტინგეებს პირობა მისცა, რომ ქალაქის სანაპიროზე 30 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი სამართლებრივი გზით გადაწყდება, და ოპონენტებს მოუწოდა პროკურატურის გამოძიებას დაელოდონ. მან აფხაზურად მიმართა თავის მომხრეებს და სთხოვა, რომ თავი შეიკავონ საზოგადოების პოლარიზაციისგან.

მას შემდეგ, რაც ასლან ბჟანიამ უარი განაცხადა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, ვეტერანთა საბჭომ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთობლივი რეზოლუცია მიიღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ამოწურეს ყველა შესაძლებლობა დაიცვან თავიანთი კანონიერი უფლებები და დაარწმუნონ პრეზიდენტი, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

დღის ბოლოს ორივე მიტინგი დასრულდა, თუმცა ვეტერანებმა ახალი აქცია დააანონსეს. მოძრაობა "არუაას" თავმჯდომარემ თემურ ბულიამ განაცხადა, რომ ისინი იტოვებენ უფლებას გამართონ საპროტესტო აქცია და სახალხო კრებას პრეზიდენტ ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით მიმართონ. აფხაზმა დეპუტატმა გარი კოკაიამ, რომელიც სოხუმის ერთ-ერთ რესტორანში, ომის ვეტერანებთან , მათ შორის ალმასხან არძინბასთან ერთად, დღესასწაულს - გამარჯვების დღეს აღნიშნავდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. შემდეგ ის არ დაემორჩილა ადგილზე მისული "შს მინისტრის" დმიტრი დბარის მოთხოვნას, ჩაებარებინა იარაღი, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. უწყების თანამშრომლებმა, რომლებიც დბარს ახლდნენ, სასტიკად სცემეს გარი კოკაიას და მასთან მყოფ რამდენიმე პირს, 1992-1993 წლების სამამულო ომის ვეტერანებს, ომის ინვალიდებს.

ვეტერანების ცემის ფაქტმა, მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. პირველ ოქტომბერს სოხუმში გარი კოკაიას მხარდამჭერები, ომის ვეტერანები და თანასოფლელები შეიკრიბნენ. მათ შს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

3 ოქტომბერს, შს მინისტრი დმიტრი დბარი გადადგა. თავის მხრივ, გარი კოკაიამ განაცხადა, რომ მზად არის აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, თუმცა, ამავე დროს ის გმობს სამართალდამცავი სტრუქტურების ძალადობას ვეტერანებზე. თუმცა, შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა დმიტრი დბარი შს მინისტრის პოსტზე დააბრუნა.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения"-ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.