ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
აფხაზი მედიკოსები მოსახლეობას ტვინდემიის შესახებ აფრთხილებენ და ანტიგრიპული აცრისკენ მოუწოდებენ
ნოემბრის დასაწყისში, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელმა პიკს მიაღწია. ბოლო კვირაში ყოველდღიურად 100-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდება. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება შეზღუდვების გამკაცრებას არ გეგმავს. ამ ფონზე აფხაზი მედიკოსები ახალ საფრთხეზე ტვინდემიაზე ალაპარაკდნენ, - მდგომარეობაზე, როდესაც ადამიანი სეზონური გრიპით და Covid 19-ით ერთდროულად ავადდება. გართულებების თავიდან ასაცილებლად, სპეციალისტები მოსახლეობას სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისკენ მოუწოდებენ. აფხაზეთში ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია რუსული პრეპარატი "გრიპოლი", რომელიც რესპუბლიკაში ოქტომბრის ბოლოს შეიტანეს. "ვაქცინის შემადგენლობაშია H1N1 გრიპის ვირუსის ანტიგენი, B გრიპის ვირუსის ანტიგენი და პოლიოქსიდონი, გართულებები და ჩივილები აქამდე არ გვქონია", - აღნიშნეს იმუნიზაციის პუნქტში.

პედიატრი ადა აბუხბა აღნიშნავს, რომ ბოლოს დროს საგრძნობლად იკლო აცრილი ბავშვებისა და მოზრდილების რიცხვმა, მიზეზად ის აფხაზეთში გააქტიურებულ ანტივაქსერულ პროპაგანდას ასახელებს. "ბოლო წლებში, ასეთი ანტივაქსერების ასეთი მძლავრი პროპაგანდის ზეგავლენის გამო, ჩვენთან აცრილთა რიცხვი მცირდება, ახლა კი არსებობს საფრთხე იმისა, რომ კოვიდ 19-ს სეზონური გრიპის ვირუსიც დაერთოს, ეს კი მნიშვნელოვნად გაართულებს დაავადების მიმდინარეობას, როგორც ბავშვებში, ასევე - მოზრდილებში", - ამბობს ექიმი.

თუმცა, ამასთან ერთად, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გაიზარდა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მსურველთა რიცხვი, რაც სავარაუდოდ, სოჭში დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. კერძოდ, ნოემბრის პირველი რიცხვებიდან, რუსეთის ქალაქების ნაწილში, სავაჭრო ცენტრებში, კვების თუ გასართობ ობიექტებში, მოქალაქეები QR-კოდის წარდგენის გარეშე არ დაიშვებიან. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ QR-კოდის მიღება აცრილი მოქალაქეებისთვის აფხაზეთშიც იქნება შესაძლებელი, რაც მათ სოჭის სხვადასხვა საზოგადოებრივ ობიექტში შეუფერხებლად შესვლის შესაძლებლობას მისცემს. ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე უკვე ხელმისაწვდომია QR-კოდის ფუნქცია, რაშიც უწყებას აფხაზეთში მოქმედი  ფიჭური კავშირგაბმულობის ერთ- ერთი კომპანია დაეხმარა. "ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს მოქალაქეებზე და გავამარტივოთ მათი კომუნიკაცია სახელმწიფოსთან, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ისეთი პროცესების ავტომატიზაცია შევთავაზოთ, როგორიცაა სერტიფიკატების გაცემა", - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა ბორის ბარციცმა.

ჯანდაცვის მინისტრის ედუარდ ბუთბას განცხადებით, აღნიშნული ფუნქციის გამოყენებას ისინი სამომავლოდაც გეგმავენ. მისი თქმით, შეიქმნება მოქალაქეების იმუნოლოგიური პროფილი, რომელიც აიტვირთება ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-პორტალზე. "მომავალში, როდესაც მონაცემთა ბაზას ავტვირთავთ ჯანდაცვის სამინისტრის პორტალზე, ის გაფართოვდება და დამატებითი ინფორმაციით შეივსება. ეს ეხება როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების ვაქცინაციას, ანუ მომავალში ჩვენ გვინდა იმ დონეს მივაღწიოთ, რომ როდესაც მოქალაქე ამა თუ იმ სამედიცინო დაწესებულებას მიმართავს, საერთო ელექტრონული ბაზა არსებობდეს", - განმარტავს ის.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 33 013 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 482, გამოჯანმრთელდა 27 699 ადამიანი.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения"-ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.