შსს-ს თანამშრომლებმა კორცხელში, დამამძიმებელ გარემოებაში ქალის მკვლელობის ფაქტზე, მისი მეუღლე, 51 წლის გ.შ დააკავეს. შესაბამის ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მეუღლეს - 1966 წელს დაბადებულ ფ.კ.-ს ბლაგვის საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - წერია ინფორმაციაში.
როგორც სამინისტრო განმარტავს, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ქმარმა ჩაქუჩით დაზიანებები ქალს წუხელ
მიაყენა. ის კლინიკაში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები