როგორი იყო საქართველოს გზა ევროინტეგრაციისკენ, რა სიკეთეები მივიღეთ ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგად, რა საფრთხეებს შეიცავს ანტიდასავლური შეტრიალება, როგორ უნდა გავიდეს ქვეყანა ისტორიულ სამშვიდობო სივრცეში,
რატომ არის მნიშვნელოვანი, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი პრესა დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის, როგორია ახალგაზრდების ჩართულობა მიმდინარე პროცესებში, აქვს თუ არა ქვეყანას პოტენციალი, ისევ გამოიყენოს შესაძლებლობების ფანჯარა, მიმდინარე გაფართოების ფარგლებში, - ამ თემებზე საუბრობს ჩვენი გადაცემის სტუმარი, კოალიცია ინფორმაციის სანდოობის წევრი და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი - გიორგი მელაშვილი.
გადაცემა მომზადებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „ერთიანი საქართველო ევროპისათვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია რადიო ,,ათინათი'' და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
მასალის გამოყენების პირობები