რას ნიშნავს სურსათის უვნებლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში , რატომ არის ის მნიშვნელოვანი? რას გვაძლევს ჯანსაღი და უვნებელი კვება. რადიო ,,ათინათის" გადაცემაში ოდიშის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნინო თოლორაია და მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე კატო აგუმავა საუბრობენ.
ეს გადაცემა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ააიპი "სამეგრელოს ხმა" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ზუგდიდში სურსათის პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი აგრარულ ბაზარში იყიდება. რამდენად უსაფრთხოა სურსათი, რომელსაც აქ ვყიდულობთ, როგორ აკონტროლებენ მოვაჭრეები პროდუქტის ხარისხს და იციან თუ არა ვისი წარმოებულია პროდუქცია. ვრცლად ქუჩის გამოკითხვიდან შეიტყობთ.
ქვისცვენის და ზვავების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94-კმ97 (დიზი-ლახამულა) და ამავე საავტომობილო გზისკმ178-კმ183 (კალა-უშგული) მონაკვეთებზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.5 პროცენტით (173.0 ლარით) გაიზარდა და 2 217.5 ლარი შეადგინა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე - ჯვარში, ასევე, კანთისა და ლეხარჩილეს უბნებში ცეცხლის კერები გასულ ღამეს გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უთხრა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები