დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ბიბლიოთეკაში გარდა უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონებისა, სამეცნიერო, მემუარული და მხატვრული ლიტერატურისა, დაცულია ევროპული კლასიკური მუსიკის საგანძური.
აქ ინახება XVII-XIX საუკუნეებისდასავლეთ-ევროპელი [ავსტრიელი, გერმანელი, ფრანგი, იტალიელი] კომპოზიტორების საოპერო და საბალეტო სპექტაკლების, რომანსებისა და საფორტეპიანო ნაწარმოებების, საეკლესიო საგალობლების კლავირები [ნოტები]: 200-ზე მეტი კომპოზიტორის 1000-მდე მუსიკალური ნაწარმოები.
დადიანების ბიბლიოთეკამ მსოფლიო მუსიკალურ საზოგადოებას შემოუნახა ისეთი საოპერო ნაწარმოებებიც, რომლებიც მუსიკოსებს დაკარგულად მიაჩნიათ.სწორედ ამ თემაზეა საუბარი დღევანდელ გადაცემაში.
გადაცემას უძღვება დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა.
რადიო
,,ათინათის'' და
ზუგდიდის ისტორიულ - არქიტექტურული მუზუმის ერთობლივი გადაცემა
,,დადიანების სასახლეთა საგანძური''.
მასალის გამოყენების პირობები