დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ, „კოლხიდელს“, “გეგეჭკორს“ „მეგრელს“ - სწორედ ამ ფსევდონიმებით იცნობს საქართველოს ლიტერატურული ისტორია გრიგოლ დადიანს. ადამიანს, რომელმაც პირველ ბრძოლაში 15 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა.
დადიანთა ოჯახის გამორჩეულ წევრს, რომლის შესახებ მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში მრავლად მოგვეპოვება წყაროები - წერილები, მინაწერები წიგნებზე და საოცარი ანდერძები.
გრიგოლ დადიანმა ღრმა კვალი დატოვა საქართველოს ისტორაში და ქართულ მწერლობაში, ის იყო დიდი ადამიანი, უანგარო მსახური თავისი ხალხის, ქვეყნის, რისი დასტურია მისი ცხოვრების წესი და რიგი.
გადაცემას უძღვება დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა.
რადიო
,,ათინათის'' და
ზუგდიდის ისტორიულ - არქიტექტურული მუზუმის ერთობლივი გადაცემა
,,დადიანების სასახლეთა საგანძური''.
მასალის გამოყენების პირობები