დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ დადიანების სასახლეთა მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებს.
21-ე საუკუნეში მუზეუმების საგანმანათლებლო პოტენციალი ხელახლა შეფასდა. ყველა დონეზე განიხილება იდეა, რომ სწავლისა და 21-ე საუკუნის უნარების ათვისების პროცესში მუზეუმების როლი განუზომლად დიდია.
საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში არ არსებობს საზოგადოებრივი დაკვეთა საგანმანათლებლო პროგრამებზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მუზეუმის საგანმანათლებლო პოტენციალი სრულიად უცნობი და უცხო თემაა.
გადაცემას უძღვება დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა.
რადიო
,,ათინათის'' და
ზუგდიდის ისტორიულ - არქიტექტურული მუზუმის ერთობლივი გადაცემა
,,დადიანების სასახლეთა საგანძური''.
მასალის გამოყენების პირობები