დღევანდელი გადაცემის თემაა გამოფენა, "ოქროს საწმისი საქართველოს ხელოვნება" - ეროვნული საგანძურის ვრცელი პრეზენტაცია ევროპაში.
გადაცემაში დეტალურად გაგაცნობთ საგამოფენოდ გატანილ ექპონატებს.
დადიანების მუზეუმის უნიკალური ექსპონატები, ოთხი თვის განმავლობაში საქართველოს და მსოფლიოს სხვა დიდი მუზეუმების ექსპონატებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება ქალაქ კრაკოვის ნაციონალური მუზეუმის გამოფენაში -"ოქროს საწმისი საქართველოს ხელოვნება".
გამოფენაში მონაწილეობს ისეთი დიდი კულტურული ინსტიტუციები, როგორიცაა: ლუვრი, ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმი, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმი, კრაკოვის სახელმწიფო მუზეუმი, იერუსალიმის მუზეუმი, ვაველის სამეფო სასახლე და ვარშავის ეროვნული მუზეუმი.
გამოფენა გაგრძელდება 2024 წლის 18 აპრილიდან - 15 სექტემბრის ჩათვლით.
გადაცემას უძღვება დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა.
}რადიო
,,ათინათის'' და
ზუგდიდის ისტორიულ - არქიტექტურული მუზუმის ერთობლივი გადაცემა ,,
დადიანების სასახლეთა საგანძური''.
მასალის გამოყენების პირობები