დადიანების სასახლე და მასში დავანებული სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის ეროვნული საგანძურია. დღევანდელ გადაცემაში საუბარია მუზეუმში დაცულ ჯვარ-ხატებზე და მათზე შესრულებულ წარწერებზე.
შევეცდებით ვირტუალური ექსკურსია ჩავატაროთ და გაგაცნოთ მუზეუმის მუდმივ მოქმედი გამოფენა „საგანძური“, სადაც ექსპონირებულია სასახლეში დაცული უნიკალური ხატები, ჯვრები, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ექსპონატები.
გამოფენა განთავესბულია სამ დარბაზში და წარმოდგენილია 150-მდე უნიკალური ობიექტი სამეგრელოს და აფხაზეთის ეკლესია - მონასტრებიდან. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, მუზეუმის პირველმა დირექტორმა აკადემიკოსმა აკაკი ჭანტურიამ განადგურებას გადაარჩინა ფასდაუდებელი სიწმინდეები, ხატები, ჯვრები და საეკლესიო დანიშნულების, ძვირფასი ნიმუშები.
გადაცემას უძღვება დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა.
რადიო
,,ათინათის'' და
ზუგდიდის ისტორიულ - არქიტექტურული მუზუმის ერთობლივი გადაცემა
,,დადიანების სასახლეთა საგანძური''.
მასალის გამოყენების პირობები