დღევანდელ გადაცემაში საუბარია დადიანების სასახლეთა მუზეუმში დაცულ ოფსიდიანის და მინის არტეფაქტებზე.
რამდენიმე ათასი წლის ისტორიის მქონე ექპონატების შესწავლის და ანალიზის შედეგად მიღებულ ინფომრაციას გაგაცნობთ.
წარმოგიდგენთ ახალგაზრდა მეცნიერების არქეოლოგ გურამ ჩხატარაშვილის და დოქტორ გვანცა ვაჩაძის სტატიებს.
ახალგაზრდა მეცნიერების შრომის წყალობით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ ოფსიდიანის მოგზაურობის მარშუტი, მინის მძივების შემადგენლობა და ანალოგები მსოფლიოში.
განსაკუთრებით საინტერესოა მინის ჩიტის ფიგურა, რომელიც აღმოჩენილია ცაიშის სამაროვანშე სულ 4 ცალი და რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება საქართველში.
გადაცემას უძღვება დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა.
რადიო
,,ათინათის'' და
ზუგდიდის ისტორიულ - არქიტექტურული მუზუმის ერთობლივი გადაცემა
,,დადიანების სასახლეთა საგანძური''.
მასალის გამოყენების პირობები