დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ბიბლიოთეკაში დაცულია ევროპული კლასიკური მუსიკის საგანძური.
აქ ინახება XVII-XIX საუკუნეების დასავლეთ-ევროპელი (ავსტრიელი, გერმანელი, ფრანგი, იტალიელი) კომპოზიტორების საოპერო და საბალეტო სპექტაკლების, რომანსებისა და საფორტეპიანო ნაწარმოებების, საეკლესიო საგალობლების კლავირები: 100-ზე მეტი კომპოზიტორის 1000-მდე მუსიკალური ნაწარმოები.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია დადიანების ბიბლიოთეკაში დაცულ 3 აქტიანი ოპერა [ოთხ მოქმედებად] „თამარას“ შესახებ, რომლის პრემიერაც 1891 წლის 28 დეკემბერს პარიზის ნაციონალური ოპერის თეატრის სცენაზე შედგა.
გადაცემას უძღვება დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა.
რადიო
,,ათინათის'' და ზ
უგდიდის ისტორიულ - არქიტექტურული მუზუმის ერთობლივი გადაცემა
,,დადიანების სასახლეთა საგანძური''.
მასალის გამოყენების პირობები