დღევანდელ გადაცემაში საუბარია უფლისწულის სასახლეში გამოფენილ უნიკალურ კოლექციაზე, რომელიც ძალზე მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროს წარმოადგენს, რადგან მათში ასახულია XIX საუკუნის საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, დაღესტანი, ჩეჩნეთი საოცარი ხედებითა და ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ეპიზოდებით.
საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, დაღესტანი და სრულიად კავკასია თავისი თვალწარმტაცი ბუნებით, ,,უცხო ლანდფშატები“, ,,ცივილიზაციისაგან ხელშეუხებელი ადგილები“, ,,ეთნოგრაფიული მოტივები“, ყველაფერი ეს ევროპელ მხატვრებს, იზიდავდა.
დღევანდელ ეთერს დავუთმობთ მუდმივ მოქმედ გამოფენას სახლწოდებით ''უფლისწულის გალერეა“. ექპოზიაციის ფარგლებში დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ევროპელი მხატვრების თვალით დანახული კავკასიის ქალაქები აღმოაჩინოს. გერმანელი, ფრანგი, ავსტრიელი და რუსი მხატვრების ნამუშევრები, პირობით სახელით ‘ კავკასიის ქალაქები“ წარმოდგენილია უფლისწულის გალერეაში.
გადაცემას უძღვება დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა.
რადიო
,,ათინათის'' და
ზუგდიდის ისტორიულ - არქიტექტურული მუზუმის ერთობლივი გადაცემა
,,დადიანების სასახლეთა საგანძური''.
მასალის გამოყენების პირობები