დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს სამთავრო სახლის უკანასკნელ წარმომადგენელზე, ტახტის მემკვიდრე, ნიკოლოზ(ნიკო) დადიანზე.
დავით ლევანის ძე დადიანისა და ეკატერინე ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულის ოჯახში 1847 წლის 4 იანვარს დაიბადა. ნიკოლოზ დადიანის მემორიალური ნივთები გამოფენილია პრინც ნიკო დადიანის სასახლეში.
სასახლეში დღეს განთავსებულია პრინცისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელსაც ამშვენებს ნიკოს დიდი ფერწერული პორტრეტი, მისი მეუღლის მერი ადლერბერგისა და სიმამრის ალექსანდრე ადლერბერგის პორტრეტები, მეცხრამეტე საუნკუნის ევროპელი მხატვრების გრაფიკული ნამუშევრები, დადიანის უნიკალური ბიბლიოთეკა.
რადიო
,,ათინათის'' და
ზუგდიდის ისტორიულ - არქიტექტურული მუზუმის ერთობლივი გადაცემა
,,დადიანების სასახლეთა საგანძური''.
მასალის გამოყენების პირობები