დღევანდელ გადაცემაში საუბარია დადიანების სასახლეთა მუზეუმის არქეოლოგიურ ფონდზე.
არქეოლოგიის ფონდში დაცულია ძველი კოლხური მატერიალური და სულიერი კულტურის დამადასტურებელი სხვადასხვა დროის ძეგლები, რომელიც გამოვლენილ იქნა კოლხეთის ტერიტორიის არქეოლოგიურ ობიექტებზე ნამოსახლარების, სამაროვნების, განძების, შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად შემოწირული თუ კერძო პირებისგან შეძენილი სხვადასხვა ეპოქის ნივთიერი კულტურის ამსახველი უნიკალური ექსპონატები.
მუზეუმის არქეოლოგიური ფონდი მოიცავს არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, ბონისტიკის და სფრაგისტიკის კოლექციებს, რომელთა რაოდენობა შეადგენს 10 ათასზე მეტ სამუზეუმო მნიშვნელობის ნივთს.
მუზეუმის დაარსების დღიდან 1935 წლამდე ყოფილა ერთადერთი ისტორიული განყოფილება , მოგვიანებით შეემატა (1935წ) იარაღის, ნუმიზმატიკის, გეოლოგიის, არქეოლოგიის და როგორც მაშინ უწოდებდნენ ნაპოლეონის კაბინეტი.
გადაცემას უძღვება დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა.
რადიო
,,ათინათის'' და
ზუგდიდის ისტორიულ - არქიტექტურული მუზუმის ერთობლივი გადაცემა
,,დადიანების სასახლეთა საგანძური''.
მასალის გამოყენების პირობები