აკვანი (მეგრ. არკვანი, სვან. აკავანი), ჩვილის საწოლი. ძველთაგან
გავრცელებული ევროპა-აზიის ზოგიერთ ხალხებში.
აკვანი არის სარწევი ან საქანებელი. სარწევ ს საგოგავები აქვს,
საქანებელი კი თოკებზეა ჩამოკიდებული. აკვნის პრიმიტიული სახეობაა
ე.წ. ხოჭიჭი — საგებლიანი ფიცარი. ნამდვილ აკვანში ჩაწვენამდე ჩვილს
ხოჭიჭში აკრავდნენ, ზოგჯერ კი ზანდურის (პურეულის) ღეროებში ახვევდნენ
და არტახებით ძნასავით კრავდნენ. ამგვარ საწოლს ფირცხი ერქვა.
საქართველოში გავრცელებული ჩვეულებრივი სარწევი აკვნის მოწყობილობაში
შედის ნალი, საბანი, მუხლთბალიში, საფერხები, სამხრეულები,
საბეწურები, არტახები და სხვა. ლეიბში სათანადო ადგილზე ამოჭრილ
ჰიგიენურ ნახვრეტში უყრიან შიბაქს ან აფენენ ბუერის, ანწლის, ღოლოს
სუფთა ფოთლებს. ჰიგიენურ შიბაქს მეგრულად კალამი ეწოდება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები