ინგრედიენტები: 350 გ ჭყინტი ყველი
150 გ ნადუღი (სურვილისამებრ)
30 გ პიტნის ფოთოლი (ნადუღის გამოყენების შემთხვევაში 40 გ)
30 გ მწვანე აჯიკა ან 15 გ მწვანე წიწაკა
10 გ მარილი
მომზადების წესი:პიტნა გარეცხეთ და ღეროს მოაშორეთ ფოთლები. ფოთლები დაკეპეთ ან დანაყეთ. ჭყინტი ყველი ხელით წვრილად დააქუცმაცეთ. შეურიეთ ნადუღი, პიტნა, მწვანე აჯიკა ან კარგად დაკეპილი მწვანე წიწაკა და მარილი.
კარგად შეზილეთ და მიირთვით ღომთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები