ცივი კუჭმაჭის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
450 გ საქონლის ფაშვი (გასუფთავებული)
90 გ ღვიძლი (გასუფთავებული)
90 გ გული (გასუფთავებული)
90 გ ფილტვი (გასუფთავებული)
160 გ ნიგოზი
150 გ ხახვი
12 გ ნიორი
40 გ აჯიკა
12 გ ქინძი (ფოთოლი)
7 გ ოხრახუში (ფოთოლი)
10 გ პიტნა (ფოთოლი)
50 გ ბროწეულის მარცვლები
100 მლ ზეთი
15 მლ ძმარი
ქონდარი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი,
ყვითელი ყვავილი და მარილი გემოვნებით.
მომზადების წესისაქონლის ფაშვი გარეცხეთ ცივ წყალში, შემდეგ 5 წუთით გააჩერეთ ადუღებულ წყალში. ამოიღეთ, გააცალეთ აპკი და კვლავ რეცხეთ იქამდე, სანამ არ გათეთრდება. ამის შემდეგ მოათავსეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს და ხარშეთ მინიმუმ 2 საათი. მოხარშვის შემდეგ გადაწურეთ და დაჭერით 2-3 სანტიმეტრის ნაჭრებად.
პარალელურად ღვიძლს გააცალეთ აპკი, გულს ააჭერით ძარღვები, გარეცხეთ ფილტვთან ერთად. მოათავსეთ ცალკე ქვაბში, დაამატეთ იმდენი წყალი, რომ დაიფაროს და ხარშეთ 1.5-2 საათი. იმისთვის რომ ღვიძლი არ დაიშალოს, შეგიძლიათ წყალში დაამატოთ 15 მლ ძმარი. მოხარშვის შემდეგ გაწურეთ და დაჭერით 2-3 სანტიმეტრის კუბებად.
პარალელურად ზეთში მოთუშეთ ხახვი. კუბებად დაჭრილ, ცივ სუბპროდუქტებს (შიგნეულობა) დაამატეთ ქინძი, პიტნა, ოხრახუში, ზეთში მოშუშული ხახვი, გახეხილი ან დაჭყლეტილი ნიორი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი. ყვითელი ყვავილი, ქონდარი, მარილი, ძმარი, აჯიკა, ბროწეული, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი და კარგად გადაურიეთ.
მასალის გამოყენების პირობები