აფხაზეთში დაკავებული არასრულწლოვანი ქართველების ადგილსამყოფელი უცნობია
03:27 / 29.12.2015
ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან ე.წ. "საზღვრის
გადაკვეთის" ბრალდებით 19 საქართველოს მოქალაქე
დააკავეს, რომელთა შორის 2 არასრულწლოვანია.
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის
ხელმძღვანელ ალექსანდრე ჩიკვაიძის ინფორმაციით, დაკავებულები
ნაბაკევში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც 8
მოქალაქე, რომელთაც ე.წ. "აფხაზური პასპორტები" აღმოაჩნდა, ჯარიმის
სანაცვლოდ გაათავისუფლეს, 6 მათგანი კი, რომელთა შორის 2
არასრულწლოვანიცაა, პატიმრობაში დატოვეს, თუმცა ჩიკვაიძის თქმით, მათი
ზუსტი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
რაც შეეხება დანარჩენ 5 მოქალაქეს, ასევე უცნობია, რა ბედი ეწიათ მათ
და სად იმყოფებიან.
"ვიცით მხოლოდ იმ 6 პირის ვინაობა, რომელთა შორის არიან ბავშვებიც.
ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ასევე შესაბამისი უწყებები
საქმის კურსში ჩავაყენეთ, რათა ამ ფაქტს რეაგირება მოჰყვეს", -
აღნიშნა ჩიკვაიძემ რადიო "ათინათთან" საუბრისას.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები