ზუგდიდის მერია მძღოლების პრობლემაზე: "კერძო დავაში ვერ ჩავერევით"
ზუგდიდი-თბილისის და სხვა საქალაქთაშორისო ავტობუსების და
მიკროავტობუსების მძღოლების აქციაზე დღეს მერიის
წარმომადგენელი ნუკრი ესართია მივიდა, თუმცა ადგილი უკომენტაროდ
დატოვა.
მოგვიანებით რადიო "ათინათი" მერიის პრესსამსახურის
უფროს მაია ღუბელაძეს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, აპირებს თუ არა
მერია, რაიმე ფორმით პრობლემის მოგვარების საქმეში ჩართვას, თუმცა
ღუბელაძემ განმარტა, რომ "მერია კერძო მხარეებს შორის დავაში არ
ერევა".
კითხვაზე, რა მიზნით იმყოფებოდა მერიის წარმომადგენელი აქციაზე,
პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ "ნუკრი ესართია აქციაზე როგორც მოქალაქე
იმყოფებოდა".
მასალის გამოყენების პირობები