აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი დღეს ასოციაცია "ათინათს"
ესტუმრება.
ელჩი ასოციაციაში 2 საათს დაჰყოფს და ორგანიზაციის თანამშრომლებს
შეხვდება. იან კელი რადიო "ათინათს" ექსკლუზიურ ინტერვიუსაც
მისცემს.
რადიო "ათინათში" სტუმრობის შემდეგ, იან კელი ახალგაზრდული ცენტრის
"ორტუსი" წევრებს შეხვდება. ცენტრი 2012 წელს "ათინათის" ბაზაზე
,"ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" (ANI) ფარგლებში
შეიქმნა, მასში გაერთიანებული ახალგაზრდები 3 წელი იყვნენ ჩართულები
აღნიშნულ პროექტში.
ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და მუშაობა პროექტის "ტოლერანტობის,
სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის "პიტა"
ფარგლებში განახლდა.
დღეს ახალგაზრდულ ცენტრს 30-მდე წევრი ჰყავს, მისი მიზანია, მისცეს
მოზარდებს ცოდნა, ინფორმაცია და უნარი ისეთ საკითხებში, როგორიცაა
ტოლერანტობა, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, სამოქალაქო
აქტივიზმი, ხელი შეუწყოს განსხვავებული რელიგიისა და ეთნიკური
წარმომავლობის ახალგაზრდების ინტეგრაციას.
აღნიშნული პროექტები "საქართველოს გაეროს ასოციაციის" (UNAG) და
"აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" (USAID) ფინანსური
მხარდაჭერით ხორციელდება.
ასოციაცია "ათინათში" შეხვედრის შემდეგ ელჩი ცენტრალური ბიბლიოთეკის
შენობაში არსებულ ამერიკულ კუთხეს ესტუმრება. დიპლომატმა, შესაძლოა,
დადიანების სასახლეც დაათვალიეროს.
მასალის გამოყენების პირობები