დაკარგულების ოჯახის წევრები ძებნაში დამატებითი ძალების ჩართვას ითხოვენ
13:05 / 12.02.2016
ზუგდიდში, სოფელ ურთაში დაკარგული მამაკაცების ახლობლებმა და ოჯახის
წევრებმა მოთხოვნები შეცვალეს და
პოლიციის სამმართველოსთან გზა ისევ გადაკეტეს. ისინი დაკარგულების
ძებნაში დამატებითი ძალების, მათ შორის ვერტმფრენისა და სპეცრაზმის
ჩართვას ითხოვენ. აქციის მონაწილეები პოლიციას გულგრილობაში
ადანაშაულებენ.
აქცია პოლიციის ჩარევის შემდეგ დაიშალა.
შეგახსენებთ, წუხელ სოფელ ურთაში დაკარგული მამაკაცების ახლობლებმა
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს.
ისინი პოლიციისგან ოჯახისთვის საქმის ვითარების შესახებ ინფორმაციის
მიწოდებას ითხოვდნენ. მათი ვარაუდით, შესაძლოა, მამაკაცები
შურისძიების მიზნით გაიტაცეს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები