ზუგდიდში გაუჩინარებული მამაკაცები სავარაუდოდ მოკლულები არიან
გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში 3
დღის წინ დაკარგული
სამი პირი სოფელ ნარაზენში, საბეჭვაიოს უბანში მოკლულები იპოვეს.
გარდაცვლილებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები
აღენიშნებათ. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
შსს-ში რადიო "ათინათს" განუცხადეს, რომ მომხდარის შესახებ უწყება
განცხადებას უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.
ცნობისთვის, 10 თებერვალს სოფელ ურთაში სამი მამაკაცი დაიკარგა. ისინი
მცირემე წარმეები იყვნენ და ზუგდიდში მსხვილფეხა რქოსანი საქონლით
ვაჭრობდნენ. გარდაცვლილებიდან ერთი ხობის მკვიდრია, ხოლო დანარჩენი
ორი - ზესტაფონიდან იყვნენ.
მასალის გამოყენების პირობები