ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში მიუსაფარი ცხოველების დაცვის
საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი უპატრონო ცხოველების მიმართ
ადგილობრივი თვითმმართველობის მიდგომების შეცვლას და ამ კუთხით
ქალაქში არსებული პრობლემების დროულ მოგვარებას ითხოვენ.
"გასული წლების მძიმე პრაქტიკის გათვალისწინებით, 2016 წელს სიტუაცია
შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა პრობლემა ისევ მწვავედ დგას", -
განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ეგნატე შამუგიამ.
აქციაზე სულ ოთხი ადამიანი მივიდა, ამის მიზეზად მისი ორგანიზატორი
სპონტანურად დაგეგმილ შეკრებას და ასევე, საკითხისადმი საზოგადოების
გულგრილ დამოკიდებულებას ასახელებს.
მასალის გამოყენების პირობები