ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
13:23 / 13.04.2016
დღეს ანაკლიაში პორტის მშენებლობისა და განვითარების საკითხზე
შეხვედრა
გაიმართა. მას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია,
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლი
ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების საკითხებში კურტ ტონგი, "კონტი
ჯგუფის" ვიცე პრეზიდენტი ოლ ფორსი, „ANAKLIA DEVELOPMENT
CONSORTIUM“ -ის ფინანსური დირექტორი ზურაბ ფიჩხაია და
ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დაწყებამდე ინვესტორებმა პორტის ტერიტორია დაათვალიერეს და
აღნიშნეს, რომ სამშენებლო სამუშაოების პირველი - მოსამზადებელი ეტაპი
მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო პორტის განვითარების ეტაპებს, მოქალაქეების
დასაქმებას, მუშახელის გადამზადებას, მოსახლეობის კომპენსაციის თანხას
და სხვა საკითხებს.
ანაკლიის განვითარების პრეზენტაცია ზურაბ ფიჩხაიამ
წარადგინა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გუბერნატორმა ლევან შონიამ იმ
მოსახლეობის განსახლებაზე ისაუბრა, რომელთა სახლ-კარი პორტის ზონაში
ექცევა.
"არც ერთი ადგილობრივი შესაბამისი კომპენსაციის გარეშე არ დარჩება" -
აღნიშნა გუბერნატორმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირებაში,
თი-ბი-სი ჰოლდინგისა და ამერიკული „კონტი ჯგუფის“ მიერ
ერთობლივად დაფუძლებულმა კომპანიამ, "ანაკლიის განვითარების
კონსორციუმმა" გაიმარჯვა.
პორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება და ის 7 ფაზად იქნება დაყოფილი.
საბოლოო ჯამში პორტმა 100 მილიონ ტონა გამტარუნარიანობას უნდა
მიაღწიოს. ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400
ჰექტარზე განთავსდება. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების
მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე
პრობლემური იყო.
კონსორციუმის წარმომადგენლების განცხადებით, მშენებლობის პროცესში
დასაქმებული იქნება 3400 ადამიანი, ხოლო მშენებლობის დასრულების
შემდეგ პორტში 6400 ადამიანი იმუშავებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები