კორცხელის დედათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად თითქმის
მთლიანად დამწვარია
სახურავი და შენობის მესამე სართულის ნაწილი. მონაზვნების თქმით,
შენობა, სადაც ცეცხლი გაჩნდა, დედათა მონასტრის რეზიდენციის
განყოფილებაა, სადაც სიწმინდეები და საკვები პროდუქტები ინახება.
მათი განცხადებით, შენობაში არსებული ხატების და სიწმინდეების გატანა
დროულად მოხერხდა. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ცეცხლი,
სავარაუდოდ, ელექტრო სადენებს გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო - სამაშველო ბრიგადები.
ისინი ცეცხლს, დაახლოებით, 1 საათის განმავლობაში აქრობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები