დღეს დე ფაქტო აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის
შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ყველა უბანი დილის 7 საათიდან
გაიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 12 საათისთვის ხმა მისცა
725 - მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,54%
პროცენტს წარმოადგენს. ამომრჩეველთა სიაში 133 204 პირია
დარეგისტრირებული.
სოხუმის რაიონში ხმა მისცა 166-მა ადამიანმა, (0,42%) ამომრჩეველთა
რაოდენობა - 39 769. გალის რაიონში 340 ამომრჩევლიდან მხოლოდ ერთმა
ადამიანმა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა (0,29%).
აფხაზურ ოპოზიციას 10 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის ჩაშლა
სურს
სოხუმში რეფერენდუმში მონაწილეობას 130 ათასზე მეტი ადამიანი
შეძლებს
მასალის გამოყენების პირობები