სამშაბათს, 2 აგვისტოს, 20:00 საათზე, ზუგდიდში, დადიანების სასახლის
ეზოში
"GEM FEST"-ის სამომავლო გეგმების და მთავარი პრომო ვიდეოს
პრეზენტაცია გაიმართება. კლიპი მთლიანად სამეგრელოს რეგიონში
გადაღებული კადრებისგან შედგება. ორგანიზატორების თქმით, "ადგილი,
სადაც "
GEM
FEST" დაიბადა, კლიპში მთელი თავისი ხიბლით არის
წარმოდგენილი".
ფესტივალის დამფუძნებლის გიორგი სიგუას განცხადებით, დადიანების
სასახლის ეზოში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი "GEM FEST"
მნიშვნელოვანი სიახლე და მთავარი სიურპრიზი.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი
10-14
აგვისტოს, ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში გაიმართება და
ორგანიზატორების პროგნოზით მას 25 000-ზე მეტი სტუმარი დაესწრება.
მასალის გამოყენების პირობები