გალის შეხვედრის შემდეგ ინციდენტი ენგურის ხიდზე (ვიდეო)
17:54 / 02.08.2016
გალის შერეული შეხვედრის მონაწილეებს ენგურის ხიდზე, დრანდის ციხეში
მყოფი პატიმრის, გიორგი ლუკავას მეუღლე, ლალი ბასარია დახვდა.
ის შეხვედრის მონაწილეებისგან პასუხს ითხოვდა, თუ რატომ არ მოხდა მისი
მეუღლის გათავისუფლება, რაც მისი ინფორმაციით დღეს უნდა
მომხდარიყო.
ბასარიამ მხარეები უმოქმედობასა და არაეფექტურ მუშაობაში
დაადანაშაულა. თავის მხრივ, შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პატიმრის მეუღლეს სიმშვიდისკენ
მოუწოდეს და განუცხადეს, რომ ისინი ლუკავას გათავისუფლების საკითხზე
ინტენსიურად მუშაობენ.
იმის შესახებ, განიხილეს თუ არა სხვა საკითხები და შეეხო თუ არა
საუბარი ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე ა.წ. 19 მაისს მოკლული გიგა
ოთხოზორიას საქმეს, მხარეებს დამატებითი განცხადებები არ
გაუკეთებიათ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები