„თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ აქცია დემურ სტურუას გარდაცვალებასთან
დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართა.
მათ სტურუას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დროული გამოძიება
მოითხოვეს და პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართეს.
„მომხდარი დანაშაული კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პოლიციური
კონტროლის მექანიზმები, საჯარო სივრცის მიღმა დარჩენილ ხმაწართმეულ
ადამიანებს განსაკუთრებული სიმკაცრით უსწორდება“.
აქციას „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი წევრი თამარ კორძაია
შეუერთდა.
ისინი მოგვიანებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან სამტრედიის
რაიონული პოლიცისკენ დაიძვრებიან და აქციას სახელწოდებით „დემურ
სტურუასთვის პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ!“ გამართავენ.
22 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიებას
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი
აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე
(უფლებამოსილების გადამეტება) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა)
მუხლებით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები