ეკო-აქციაში მონაწილეობის მისაღებად GLC-ის ზუგდიდის
განყოფილებისა და "ლაზიკაკაპიტალის" გამოწვევა ტელე-რადიო კომპანია
"ოდიშმა" და არასამთავრობო ორგანიზაციამ
"ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის" მიიღეს.
მათ ანაკლიის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
მათი თქმით, გარემოს დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი მიესალმებიან
მსგავსი ტიპის აქტივობებს და აქციაში სხვა კომპანიებს იწვევენ.
"გარემოს აბინძურებენ ადამიანები და ჩვენვე უნდა დავიცვათ ის", -
აღნიშნა რადიო "ოდიში +"-ის ახალი ამბების რედაქტორმა თამარ
შონიამ.
"ოდიშმა" ეკო აქციაში მონაწილეობის მისაღებად ესტაფეტა შოთა
მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს
გადასცა.
ჰიპერ-მარკეტ "გორგია"-ს ზუგდიდის ფილიალი გამოიწვია არასამთავრობო
ორგანიზაციამ "ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის".
"საზოგადოებს ვურჩევთ, აქტიურად ჩაერთონ მსგავს ღონისძიებებში,
შესაბამისად, გვექნება მეტი სუფთა ადგილი", - დასძინა ორგანიზაციის
თავმჯდომარე ედუარდ ფარცვანიამ.
ეკო-კამპანიაში მონაწილეობისთვის ესტაფეტა GLC-ის ზუგდიდის
განყოფილებამ რუხის საჯარო სკოლასაც გადასცა. აქციის
ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, ზუგდიდის
ბაზრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და პრინც მიურატის
სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯი გამოიწვიეს.
ეკო-აქციის ორგანიზატორი საქართველოს სასწავლო ცენტრის
GLC ზუგდიდის განყოფილებაა. GLC-ის მოსწავლეებმა და
მასწავლებლებმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალთან"
ერთად რუხის ციხის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. აქციის მიზანი
ახალგაზრდების საზოგადოებასთან ინტეგრირება და სამოქალაქო შეგნების
ამაღლებაა. ამავე თემაზე:
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები