ხანძრის შედეგად დაზიანებულ კორცხელის დედათა მონასტრის
აღდგენისა და მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნების გეგმაზე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია და
მასთან არსებული დედათა მონასტერი მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა
დაათვალიერა.
შეგახსენებთ, კორცხელის დედათა მონასტრის შენობა მიმდინარე წლის 17
მაისს გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა. ხანძრის შედეგად დაიწვა შენობის
მესამე სართული.
მასალის გამოყენების პირობები