სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამის
"საქართველოს მოხალისე" სამინისტროს რჩეული 22 წლის
ირაკლი ჯიქია გახდა. ის პროექტის
მუნიციპალური ორგანიზაციის კოორდინატორია. დაჯილდოების ცერემონია
თბილისში დღეს გაიმართა.
"სამინისტრო, მთელი შვიდი თვის განმავლობაში, აკვირდებოდა ზუგდიდის
მოხალისეების აქტივობას. ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩვენმა შრომამ
შედეგი გამოიღო. დავბრუნდებით ზუგდიდში და ამ საქმიანობას
გაორმაგებული ენთუზიაზმით შევუდგებით", - უთხრა წლის მოხალისემ
რადიო "ათინათს".
დღესვე, სამინისტროს რჩეულის გარდა, საქართველოს ყველა რეგიონიდან
თითო საუკეთესო მოხალისე გამოვლინდა. გამარჯვებულები სიგელებითა და
სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები