ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ანაკლიაში მდებარე სასტუმრო
"ანაკლიის" მის კუთვნილ 75%-იან წილს ყიდის.
სასტუმრო 7,7 მილიონ ლარად არის შეფასებული და აღნიშნული წილი
ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად 4,267 მილიონ ლარად არის
გატანილი.
აუქციონი მომავალი წლის 14 იანვარს დასრულდება. პირობის მიხედვით,
გამარჯვებულმა კომპანიამ თანხა 15 დღეში უნდა გადაიხადოს.
"ანაკლიის" დანარჩენი - 25%-იანი წილი შპს "კასკოს" ეკუთვნის.
მასალის გამოყენების პირობები