რეგიონი
ზუგდიდში რამდენიმე დევნილმა პირი ამოიკერა (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებულმა დევნილებმა, რომლებიც მეხუთე დღეა შიმშილობენ, პირი ამოიკერეს. ამ ფორმით პროტესტის გამოხატვა ხუთმა დევნილმა გადაწყვიტა. ისინი მათთვის მინიჭებულ ქულებს აპროტესტებენ და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ.

ეს შენობა ინგრევა, შიგნით ანტისანიტარიაა. ყველა სოციალურად დაუცველები ვართ. მივიღეთ არაობიექტური ქულები და ვითხოვთ კომისიას, რომელიც ხელახლა გადაამოწმებს ჩვენს საცხოვრებელ პირობებს“, - განმარტეს დევნილებმა.

დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელის მანუჩარ ჩილაჩავას განცხადებით, აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებლების მოთხოვნა ამ ეტაპზე ვერ დაკმაყოფილდება. მისივე თქმით, მათ საცხოვრებელ პირობებს კომისია ხელახლა ვერ გადაამოწმებს.

დევნილების ინფორმაციით, საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 58 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის, 40-მდე არასრულწლოვანი. ამ ოჯახების უმეტესი ნაწილი საავადმყოფოს შენობაში, ათეულობით წელია, ცხოვრობს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.