ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს
მოქალაქეებს ევროპაში გამგზავრება
უვიზოდ
გაზაფხულიდან შეეძლებათ. მათ ევროკავშირის 22, 4 არაწევრ და 4
კანდიდატ ქვეყანაში 180 დღის განმავლობაშ 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა
ექნებათ.
წევრი ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია,
ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა,
ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი,
სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი.
არაწევრი ქვეყნებია: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და
შვეიცარია.
კანდიდატი ქვეყნებია: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი
და ხორვატია.
რამდენიმე წუთის წინ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე
საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციას მხარი
ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ 66 წავიდა, 28
დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
მასალის გამოყენების პირობები