საფეხბურთო კლუბ
„ზუგდიდის“ ყოფილი კაპიტანი ნიკოლოზ აფაქიძე
სამი თვის კუთვნილ ხელფასს ითხოვს. შეთანხმების თანახმად,
დავალიანება 20 თებერვალს
უნდა დაფარულიყო,თუმცა, ჯერჯერობით, ანგარიშზე თანხა არ
დარიცხულა.
„
ვაპირებ, მივმართო სადისციპლინო კომიტეტს და შემდეგ,
ფედერაციამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს“, - უთხრა
აფაქიძემ
რადიო „ათინათს“.
ორგანიზაციაში „სოციალური დიალოგი სპორტში“, აცხადებენ, რომ ნიკოლოზ
აფაქიძის ინტერესებს ყველა იმ სამართლებრივი რესურსით დაიცავენ,
რომელიც მოქმედებს ფეხბურთში და საქართველოს კანონმდებლობაში.
„ფეხბურთელის ინტერესების დაცვა უნდა განხოციელდეს, პირველ რიგში,
ფეხბურთის ფედერაციაში“, - თქვა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კესო
ჩხიკვაძემ.
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“ კი ამბობენ, რომ თახნის დარიცხვა
ტექნიკური პროცედურების გამო დაგვიანდა და დავალიანება არაუგვიანეს 5
მარტისა დაიფარება. „
ორი თვე მოითმინეს და სამი-ოთხი დღე რა
გახდა“, - აღნიშნა კლუბის დირექტორმა რევაზ პერტაიამ.
ცნობისთვის, ს.კ. ზუგდიდის ფეხბურთელები სახელფასო დავალიანების
დაფარვას, უკვე რამდენიმე თვეა, ითხოვენ. კლუბი უმაღლეს ლიგას
გამოეთიშა და მეორე ლიგაში თამაშობს.
ამავე თემაზე:
დავალიანების გამო "ზუგდიდი", შესაძლოა, პირველი ლიგის მიღმაც დარჩეს
(ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები