„ენმ“-ის ზუგდიდის ოფისში, სადაც შეხვედრა ხმაურის
ფონზე მიმდინარეობს, პარტიის ლიდერები რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ.
თბილისიდან ლევან
ბეჟაშვილი, პეტრე
ცისკარიშვილი, სამირა ისმაილოვა და ხატია დეკანოიძე
ჩამოვიდნენ. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ
გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, ყოფილი მართველი პარტიის ოფისში,
საიდანაც ლანძღვა-გინების ხმა ისმოდა, პოლიტსაბჭოს წევრების
არჩევნები მიმდინარეობს.
შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა ტარდება, დელეგატების ნაწილმა
პროტესტის ნიშნად დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები