ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი ,,სმართ
ქიდსი''
NASA-ში გაემგზავრება. გამარჯვებული
გუნდის წევრები
სენაკის წმინდა ალექსი
შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის
მე-8 კლასის
მოსწავლეები არიან. ნათია
შამათავა, დეა ჩიტაია, ალექსი ტყებუჩავა, ლიკა კოკაია და გვანცა
ჩიქოვანი აშშ–ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის
საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან.კონკურსი პროექტის ,,გეოლოგიური
საფრთხეები'' ფარგლებში ჩატარდა.
,,ჩვენი ნაშრომის სახელწოდებაა შეტყობინების სისტემა მეწყერსაშიში
ზონებისთვის. ჩვენი პროექტის მიზანია წინასწარ გავიგოთ მეწყერის
მოახლოების საშიშროება და მივიღოთ შესაბამისი ზომები მისი თავიდან
ასაცილებლად. პირველ ადგილზე გასვლას არ ველოდთ, ეს ჩვენთვის ოცნება
იყო’’, - აღნიშნა რადიო
,,ათინათთან’’
საუბრისას სენაკის სკოლის მოსწავლემ ლიკა კოკაიამ.
როგორც გამარჯვებული მოსწავლეები ამბობენ, მათი მიზანი იყო, ამ
ხელსაწყოთი დახმარებოდნენ მოსახელობას და სახელმწიფოს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის
ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური
მხარდაჭერით. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა
და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება.
მასალის გამოყენების პირობები