შსს-ს ინფორმაციით, სენაკში დაკარგული 8 წლის ბიჭის საქმესთან
დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. უწყებაში რადიო
„ათინათს'' განუცხადეს, რომ ბიჭი ჯართის
შეგროვებისას, სავარაუდოდ, მდინარეში ჩავარდა.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის
129-ე
დაუხმარებლობის მუხლით არის აღძრული, რაც სიცოცხლისთვის საშიშ
მდგომარეობაში მყოფი პირისთვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი
დახმარების გაუწევლობას გულისხმობს.
ცნობისთვის, 8 წლის ბიჭი 24 თებერვალს დაიკარგა. ბავშვის მამის
ინფორმაციით ნ.გ. ეზოში სათამაშოდ ჩავიდა და მას შემდეგ არავის
უნახავს.
ამავე თემაზე:
სენაკში 8 წლის ბავშვს ეძებენ
მასალის გამოყენების პირობები