ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე საკრებულოს თავმჯდომარეს 2 საათი კითხავდნენ (ვიდეო)
18:52 / 27.03.2017
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.
პროცესზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და საატესტაციო კომისიის წევრ მაიზერ ნანავას ორ საათზე მეტხანს კითხავდნენ.
ნანავას განცხადებით, მან ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი გასცა. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის ბრალდებას პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით, ნანავამ განმარტა, რომ მას საჯარო მოხელეებისთვის გასაუბრების დროს პოლიტიკური კითხვები არ დაუსვამს და ისინი არც პოლიტიკური ნიშნით შეუფასებია.
„გავიხსენე კითხვები, რომლებიც ატესტაციის დროს მათ დავუსვი. ყველა კითხვა იყო საჯარო კანონიდან და შეფასებაც ადეკვატური იყო ჩემი მხრიდან. მე ყველა კითხვას ამომწურავად ვუპასუხე“, - თქვა ნანავამ.
საპირისპიროს აცხადებენ ყოფილი საჯარო მოხელეების ინტერესების დამცველები. საიას ადვოკატის მირზა მამულაძის თქმით, ნანავამ ვერ დააკონკრეტა, თუ მის მიერ დასმულ რომელ კითხვაზე ვერ გასცა პასუხი ამა თუ იმ გამგებელმა.
„იყო რამდენიმე შემთხვევა, სადაც მოწმე ზოგადი პასუხებით შემოიფარგლა. მაგალითად, მან თქვა, რომ გასაუბრების დროს გამგებლებმა ვერ უპასუხეს სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებულ კითხვებს, თუმცა, მოსამართლის კითხვა, როგორ ერკვევა ის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებში, მან დააიგნორა“, - აღნიშნა მამულაძემ.
მორიგი სასამართლო სხდომა 12 აპრილს გაიმართება.
ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის 8 წარმომადგენელი დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. სოფლის ყოფილი გამგებლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს. ამავე თემაზე:
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები