ზუგდიდში მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
18:28 / 30.03.2017
ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თემაზე „თვითმმართველობის
რეფორმა და მისი შედეგები“
დისკუსია შედგა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებ და აქტიური მოქალაქეები
დაესწრნენ. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისის
ინიციატივით გაიმართა.
ორგანიზაცია მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის
აღმასრულებელმა დირექტორმა კოკა კიღურაძემ თვითმმართველობის რეფორმის
შედეგებსა და არჩევითობის პოლიტიკურ სიძლიერეზე ისაუბრა. მისი
შეფასებით, ქალაქების სტატუსების გაუქმება განვითარების პროცესს
შეაფერხებს.
„ქალაქებს უნდა გააჩნდეთ საკუთარი თვითმმართველობა, იმიტომ
რომ მათი ბიუჯეტი, და ხელისუფლება სჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარი
პრიორიტეტული პრობლემები გადაჭრან. სოფელს კი განსხვავებული
პრიორიტეტები. ეს იქნება დემოკრატიის და ქვეყნის
სოციალურ-ეკონონომიკური განვითარებისთვის უკან გადადგმული
ნაბიჯი“, - განაცხადა კიღურაძემ.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი თოდუას
თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროცესში აუცილებელია
მოქალაქეების ჩართულობა.
„ნებისმიერ რეფორმას თან ახლავს ხარვეზები, შემდგომში
დისკუსიის და განხილვის საფუძველზე შესაძლებელია, რომ სრულყოფილი სახე
მივიღოთ. ქალაქის სტატუსის შენარჩუნებაც დისკუსიის საგანია და ამ
პროცესში ყველა დაინტერესებული პირი უნდა ჩაერთოს“, -
აღნიშნა თოდუამ.
რაც შეეხება შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი
მუნიციპალიტეტების გაერთიანებასა და ქალაქის სტატუსის გაუქმებას მხარს
არ უჭერენ.
დისკუსიაზე რამდენიმე წუთით იმყოფებოდა ქალაქის მერი ირაკლი გოგოხიაც,
თუმცა მან შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა.
ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ადასტურებს, რომ დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების
კვლავ გაერთიანებაზე. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედმა
საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ ,,ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ
შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება''.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები