ზუგდიდში, კაფე არტ ჰაუსში, 6 აპრილს სვეტიცხოვლის დეკანოზის პეტრე
კვარაცხელიასა და თემო შენგელაიას პოეზიის საღამო ჩატარდება.
ისინი ახალ საერთო კრებულს სახელწოდებით ,,ჩვენ’’ ზუგდიდელ მკითხველს
წარუდგენენ.
საღამო 19 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. მსურველებს
ადგილზე შეეძლებათ კრებულის შეძენა. ღონისძიება კრებულის ავტორებისა
და მათი ზუგდიდელი მეგობრის ლიკა როგავას ინიციატივით გაიმართება.
თემო შენგელაიამ
რადიო "ათინათს" უთხრა,
რომ წიგნის პრემიერა რამდენიმე დღის წინ თბილისში შედგა. მისთვის
"ჩვენ" მეორე კრებულია.
ამავე თემაზე:
თემო შენგელაიას პოეზიის საღამო
ზუგდიდში (ვიდეო)
პროფესიით იურისტი
ზუგდიდელი პოეტი (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები