რიყეში დაკავებულების ოჯახი საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს (ვიდეო)
13:46 / 08.04.2017
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მამა-შვილის არჩიკო და პაატა
როგავების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ენგურის
ხიდზე აქცია გამართეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში
სდებენ ბრალს და დაკავებულების გასათავისუფლებლად ქმედითი
ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ. როგავების ოჯახის ერთ-ერთი წევრის თინათინ
როგავას თქმით, მათ მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ
დაკავშირებია. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი
შესაბამისი უწყებები მათ მოთხოვნებზე რეაგირებას არ მოახდენენ,
პერმანენტულ აქციებს გამართავენ.
„ვითხოვთ, რომ მთავრობამ რამე გაგვაგებინოს. ჯანმრთელად და
უვნებლად დაგვიბრუნდეს მამა და ძმა. უკვე რამდენიმე დღეა, მათ შესახებ
არაფერი გაგვიგია. ყურადღებას თუ არ მოგვაქცევენ, შიმშილობას
დავიწყებთ. სხვა ჩვენ არაფერი შეგვიძლია“, - უთხრა
ჟურნალისტებს თინათინ როგავამ.
დღევანდელ აქციას შეუერთნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის
ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეები
საოკუპაციო ხაზთან თავს დაცულად არ გრძნობენ და მოუწოდეს
ხელისუფლებას, რათა გააკეთოს ყველაფერი დაკავებული მამა-შვილი
ოჯახისთვის დასაბრუნებლად. ანი წითლიძის განმარტებით, ხელისუფლებას
აქვს ერთადერთი ბერკეტი, რომ რუს ოკუპანტებთან ნებისმიერ ფორმატში
შეძლოს და აწარმოოს მოლაპარაკება საქართველოს მოქალაქეების
გასათავისუფლებად.
„ჩვენ დავდგებით მათთან ერთად და მივმართავთ ყველანაირი
პროტესტის ფორმას კანონის ფარგლებში, რომ ამ ადამინებმა დაიბრუნონ
საკუთარი ოჯახის წევრები... ჩვენ უკვე დავუკავშირდით არასამთავრობო და
საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვაპირებთ საქმის კურსში ჩავაყენოთ
ყველა დიპლომატიური კორპუსი“, - თქვა წითლიძემ.
ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივნის თეიმურაზ ბასიალას
განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირებული მსგავსი შემთხვევები
შესაბამისი უწყებების არასათანადო მუშაობაზე მიუთითებს.
„ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველანაირი ზომები, არის სამხრივი
შეხვედრები, არის შესაბამისი უწყებები, რომელთან აქვს კონტაქტი მეორე
მხარესთან. დღეს მყისიერი რეაგირებაა საჭირო, რადგან უკვე მეხუთე
დღეა, არავითარი ინფორმაცია არ ვრცელდება“, - აღნიშნა
ბასიალაიამ.
დაკავებულების ახლობლების მტკიცებით, მამა-შვილ როგავებს ე.წ.
საზღვარი არ გადაუკვეთავთ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის
მცხოვრებლები - მამა-შვილი როგავები, საოკუპაციო ძალების
წარმომადგენლებმა 5 აპრილს დააკავეს. დაკავებულების ადგილსამყოფელი,
ამ დროისთვის, უცნობია.
ამავე თემაზე:
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
"როსავიაციამ" ორ რუსულ ავიაკომპანიას, iFly-სა და Nordstar-ს, მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ფრენების ნებართვა მისცა. შესაბამისი ბრძანება რუსეთის რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ფესვებიანად მოპოვებული, ჯამში 89 ერთეული ბზის ნერგის უკანონო ტრანსპორტირების შემთხვევები გამოავლინეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები