ზუგდიდის სოფელ რიყეში, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის
მიმდებარედ რუსი სამხედროების
მიერ დაკავებული მამა-შვილის ოჯახის წევრები ენგურის ცენტრალურ ხიდზე
საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. როგავები ხელისუფლებას
უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ აქციას მათი ოჯახის
წევრების გათავისუფლებამდე არ შეწყვეტენ.
"ამ ფაქტით აქამდე არავინ შეწუხებულა...მთავრობამ ძალიან კარგად იცის,
რა უნდა გააკეთოს მათ გასათავისუფლებლად. ერთ საათში ხიდზე ვიქნებით
და იქიდან ფეხს არ მოვიცვლით, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ
დაკმაყოფილდება, იქ გავათევთ ღამეებს", - უთხრა რადიო "ათინათს"
თინათინ როგავამ.
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ენგურის მიმდებარე
ტერიტორიაზე არჩიკო და პაატა როგავები 5 აპრილს დააკავეს.
ამავე თემაზე:
გამაფრთხილებელი აქცია ენგურის ხიდზე
(ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები